1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯო ბაიდენი მარიხუანას უბრალო ფლობისთვის ყველა მსჯავრდებულს შეიწყალებს
ჯო ბაიდენი მარიხუანას უბრალო ფლობისთვის ყველა მსჯავრდებულს შეიწყალებს

ჯო ბაიდენი მარიხუანას უბრალო ფლობისთვის ყველა მსჯავრდებულს შეიწყალებს

369
0

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მარიხუანას უბრალო ფლობისთვის ყველა მსჯავრდებულს შეიწყალებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„ათასობით ადამიანია, რომლებსაც ნასამართლობა აქვთ მარიხუანას ფლობისთვის, რის შედეგადაც, მათ შესაძლოა უარი ეთქვათ სამუშაოზე, საცხოვრებელზე ან განათლების შესაძლებლობებზე. ჩემი ქმედება ხელს შეუწყობს ამ ნასამართლობის შედეგად წარმოქმნილი შედეგების შემსუბუქებას“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფედერალურ ციხეებში მარიხუანას უბრალო ფლობის ბრალდებით არავინ იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული ზომა მათ შეეხებათ, ვინც ფედერალური კანონის მიხედვით გაასამართლეს.