1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა -კახა კალაძე
ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა -კახა კალაძე

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა -კახა კალაძე

69
0

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების გზავნილი არის ის, რომ მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად.

„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.

ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

„მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადეს ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა.