1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “იტყუება, ვინც ამბობს, რომ “ხალხის ძალის”პირველი კანონპროექტი არის რუსული”-ირაკლი კობახიძე
“იტყუება, ვინც ამბობს, რომ “ხალხის ძალის”პირველი კანონპროექტი არის რუსული”-ირაკლი კობახიძე

“იტყუება, ვინც ამბობს, რომ “ხალხის ძალის”პირველი კანონპროექტი არის რუსული”-ირაკლი კობახიძე

330
0

იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცული იქნება პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და, პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი.

გვარებზე არ ჩავალ. იტყუება, ვინც ამბობს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის რუსული. რეალურად, გამჭვირვალობის ზუსტად ის სტანდარტია დადგენილი, იმაზე ბევრად რბილი სტანდარტი, რაც არის დადგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, წლებია, ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს პოლიტიკური პარტიებისთვის. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია მჟღავნდება, როდესაც წარადგენ შემოსავალ-გასავლის დეკლარაციას. გარკვეული დეტალი ხდება ცნობილი, მაგრამ დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი პარტიების შემთხვევაში და დაცული იქნება არასამეწარმეო პირების შემთხვევაშიც. შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.