1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

641
0

ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეატყობინეს გაერო-ს, რომ 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს, – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.

მისივე ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება, ემზადებოდნენ სახმელეთო შეჭრისთვის.

გაფრთხილება ეხებოდა გაერო-ს თანამშრომლებსა და იმ ტერიტორიებზე განლაგებულ გაერო-ს დაწესებულებებში თავშეფარებულებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“,- აღნიშნა დუჟარიკმა.