1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა ირანთან დონალდ ტრამპის ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას
ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა ირანთან დონალდ ტრამპის ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას

ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა ირანთან დონალდ ტრამპის ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას

516
0

ისრაელმა დაადასტურა, რომ თანახმაა დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ შეხვდა კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებისა და „მოსადის“ ხელმძღვანელებს, რათა ეცნობებინა, რომ ისრაელმა მიაღწია ოპერაციის ყველა მიზანს და ბევრად მეტსაც.

„ისრაელმა აღმოფხვრა ორმაგი უშუალო ეგზისტენციური საფრთხე – როგორც ბირთვული, ისე ბალისტიკური რაკეტების სფეროში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს სრულ საჰაერო კონტროლს თეირანის ცაზე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სამხედრო ხელმძღვანელობას და გაანადგურეს ათობით ობიექტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა მადლობა გადაუხადა აშშ-სა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.

„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. ოპერაციის მიზნების მიღწევის გათვალისწინებით და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით, ისრაელი დაეთანხმა პრეზიდენტის ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.