1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს – დეკანოზი ილია კარკაძე
ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს – დეკანოზი ილია კარკაძე

ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს – დეკანოზი ილია კარკაძე

147
0

ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი? მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქ რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს – განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ საკვირაო ქადაგებაზე.

მისი თქმით, ეს კანონები აუცილებელია მისაღებად, რათა ფარდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია. მისივე თქმით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს. „ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი? ქეთევანი? რომელი ერთი გინდა, მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქ რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს.

ეს კანონები აუცილებელია მისაღებად იმიტომ, რომ ფარდა უნდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია. შენ უნდა გესმოდეს, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს, სხვა არაფერი არ განიჭებს, ისტორიამ ეს გვაჩვენა. ევროპას თავისი იდეოლოგია გააჩნია, ამერიკას თავისი, ერთი მაპატიოს გარყვნა გაუბედურებით მოდის და დემოკრატიით, მაგრამ ფოჩებიან კამფეტებს, ფულებს და დაფინანსებებს აძლევენ, რათა ეს პატარა ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მათი მისიონერები და მქადაგებლები იყვნენ აქ“ – განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.