1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას

ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას

376
0

მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, იმისათვის, რომ სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს საკუთარი პოზიციების დაცვას, და ეკონომიკის განვითარებას.

„მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, იმისათვის, რომ სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე. არის უამრავი გამოწვევა, მაგრამ ასეთი გამოწვევის და იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რასაც გვიქმნიდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, რასაც გვიქმნიან დღემდე ევროპელი ჩინოვნიკები, სინამდვილეში, ეს არის დიფ სთეითი, გლობალური ომის პარტია, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს საკუთარი პოზიციების დაცვას, ეროვნული ინტერესების დაცვას, ახერხებს ეკონომიკის განვითარებას და ა.შ. ყველაფერი იკადრეს ჩვენს წინააღმდეგ – რევოლუციის მცდელობა, ოთხჯერ მოგვიწყვეს ასეთი რამ, ამ ოთხი წლის განმავლობაში. 2022 წლის ივნისში სტატუსი რატომ არ მოგვანიჭეს? მეორე დღეს გამოვიდა ოპოზიცია და სცადა რევოლუციის მოწყობა, ენჯეოები აიყვანეს პირდაპირ სცენაზე. 2023 და 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მცდელობა და 2024 წლის ბოლოს მეოთხე რევოლუციის მცდელობა. მათ ჰქონდათ „არგუმენტები”, მაგალითად, როგორ შეიძლება, ერთმანეთს გავუთანაბროთ რუსეთი და ევროკავშირი-ამერიკა. როგორ შეიძლება ორივე განიხილოთ როგორც მტრული სახელმწიფოები ან სახელმწიფოთაშორისი კავშირები. აქ მტრობაზე არ იყო საუბარი, შენი სუვერენიტეტი უნდა დაიცვა გარე სუბიექტისგან, მტერი იქნება თუ მეგობარი. უკვე აბსურდული იყო ეს განაცხადი, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის დაადასტურა უკვე აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ. აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ თქვა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდებოდა რევოლუციები და მტრული აქტივობები სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ხდებოდა ზუსტად იგივე. ხალხი „ააგდეს” ამ მესიჯით, რომ როგორ შეიძლება, ერთმანეთს გაუთანაბრო რუსეთი და ამერიკა. როგორ შეიძლება, ამერიკისგან წარმოიდგინო რაიმე ნეგატიური საქმიანობის დაფინანსება საქართველოში. აირჩიეს ახალი ხელისუფლება და პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული ინსტიტუტები გამოიყენებოდა რევოლუციების მოსაწყობადაც კი, მტრული საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.