ირაკლი კობახიძე – ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება
ქვეყნის მიღწევებზე როდესაც საუბარია, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზისა და პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ.
„საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.