1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ინგლისის ბანკი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას ელის

ინგლისის ბანკი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას ელის

ინგლისის ბანკი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას ელის
120
0

ინგლისის ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დიდ ბრიტანეთს ყველაზე გრძელი რეცესია ემუქრება. ბანკმა ბოლო 33 წლის განმავლობაში ყველა მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაადგინა.

ბანკი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს 2025 წლისთვის ძალიან რთული ორწლიანი ვარდნა ექნება და უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდება.

ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ გააფრთხილა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომ „წინ რთული გზაა“. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით ყველაფერი გაუარესდება.

ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 2.25%-დან 3%-მდე აწია, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 1989 წლის შემდეგ. განაკვეთების გაზრდით ბანკი ცდილობს შეამციროს მზარდი ფასები, რადგან ცხოვრების ღირებულება 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.

სურსათსა და ენერგიაზე ფასები გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია უკრაინის ომის გავლენით, რის გამოც უამრავი ოჯახი გაჭირვების წინაშეა.

მდგომარეობა რეცესიად განისაზღვრება, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იკუმშება ზედიზედ ორი-სამი თვის განმავლობაში, ან კვარტალში. როგორც წესი, კომპანიები ნაკლებ ფულს შოულობენ, ხელფასები მცირდება და უმუშევრობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იღებს ნაკლებ ფულს გადასახადის სახით, რათა გამოიყენოს ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.