იმ ხალხის მიზანი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა გვარამია, იყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში -პაპუაშვილი
ნიკა გვარამიას შეწყალება შემოგვთავაზეს, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, გვახსოვს, გარე თუ შიდა აქტორების განცხადებები, ვნახეთ, მისი შეწყალებიდან რამდენიმე დღეში პოლარიზაციის გაღრმავებას ვხედავთ მხოლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ის ხალხი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მოეხდინა შეწყალება, მათი მიზანი იყო, ყოფილიყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში.
„ვხედავთ, რომ ამას აღწევენ. ასე ,რომ შეგიძლიათ ნახოთ, ვისი განცხადებები იყო, ჩამოწეროთ იმ უცხოელი აქტორების სია, რომლებიც მაშინ ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე და რადიკალიზმი თავის პიკში რომ მივა, იმ აქტორებს ჰკითხეთ, როგორ მოეწონათ მათი ინიციატივით დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკა. ეს იყო მცდელობა, რომ მეტი რადიკალიზმი შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.