1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა
ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

321
0

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩინეთში 22-24 აპრილს სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის დეტალები უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა ტიპის შეხვედრებს გამართავს ალიევი ჩინეთში.