1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ზაზა შათირიშვილი
იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ზაზა შათირიშვილი

იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ზაზა შათირიშვილი

240
0

კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს, – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

„2 დღის წინ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ. წარმოიდგინეთ – შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯაროდ ამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აშშ – ის უკვე წარსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ.

თუმცა – კიდევ უფრო სკანდალური და აღმაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის გუშინდელი განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ყველა კითხვის ნიშანი იხსნება. ერთი მხრივ, ხელით მართვას დაქვემდებარებული შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ მათგანზე ბრალდებულია, ხოლო მეორეზე გამოძიება მიმდინარეობს. არ გასცემს მასზე ინფორმაციას, რითაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს.

თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.

ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისათვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ – დადის აქციებზე, გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბულინგში, არის „ტვ პირველის” საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული.

მთავარი კი მაინც ის არის, რომ ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში. ეს ადამიანი დგას იმ ხალხის გვერდით, რომლებიც არჩეული მთავრობის არაკონსტიტუციური გზით ცვლილებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თუ არ ჩატარდა ახალი არჩევნები, ქვეყანას არ ეყოლება კანონიერი ხელისუფლება. არათუ მათ გვერდით დგას, ის პირდაპირ მონაწილეობს ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ბაჩიაშვილს ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი. ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე მიხაელ ხოდარკოვსკის ადვოკატი იყო და ძირითადად ცნობილია იმით, რომ არა იურისპონდენციას, არამედ გლობალურ ჯაშუშურ ქსელს ემსახურება და მისი ყველა კლიენტი სწორედ ამ ქსელის ან ნაწილია, ან დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად ეს ბედი უნდა გაიზიაროს.

ამსტერდამი აქტიურად იყო ჩართული „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ პროცესებში, 2024 წლის 16 მაისს კი ასეთი რამ აქვს ნათქვამი – „რუსული კანონი” გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის”. მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამსტერდამმა აიძულა ბაჩიაშვილი, პოლიტიკაში შემოსულიყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს არათუ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, არამედ 1 განცხადებაც კი არ ჰქონდა გაკეთებული საკუთარი სისხლის სამართლის საქმეებზე, რობერტ ამსტერდამი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა, რამეთუ ბაჩიაშვილი მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში.

ზოგადად, ეს ხელწერა, რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის ქეისით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია ( დიფ სთეითი ) საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში მათი დაქვემდებარებული ჯაშუში ბაჩიაშვილი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანი ხომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ხელისუფლების ხელში აღება და შემდეგ ჯაშუშების მეშვეობით მისი მართვაა.

კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს და არ აწვდის სამართალდამცველებს მასზე ინფორმაციას, მარტივი მისახვედრია, რომ ბაჩიაშვილს ამ პროცესების წარმმართველი ძალები ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, – წერს შათირიშვილი.