“იცოდით რაში გამოიხატება “ანტიამერიკული” და “ანტიდასავლური” რიტორიკა?- დავით ქართველიშვილი
417
0
“ხალხის ძალის” გაფართოვების უკვე პირველივე დღეს, გაკოტრებულმა უსამშობლოებმა, ჩვეული ჩირქის ნიაღვარი გამოუშვეს მისი ახალი წევრების მიმართ, რასაც სრული იგნორირებით უნდა ვუპასუხოთ და არ მივცეთ მათ ჩვენს ხარჯზე საკუთარი თვითდამკვიდრების შესაძლებლობა”, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
“იცოდით რაში გამოიხატება “ანტიამერიკული” და “ანტიდასავლური” რიტორიკა, რომელსაც მონური მენტალობის უსამშობლო არსებები უწუნებენ საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას”? თურმე იმაში, რომ იგი:
საქართველოში მისი სახელმწიფოსა და ერის გამანადგურებელი ომის თავიდან ასაცილებელ ძალისხმევას არ იშურებს, ყოველგვარი “ტაბუდადებული” ავტორიტეტების “შეწუხების” განურჩევლად
საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვის სადარაჯოზეა კოლონიალური ურთიერთობების გამოვლინებების ნებისმიერი მცდელობის გამოაშკარავება-აღმოფხვრის მიზნით
საქართველოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას უჭერს მხარს, მხოლოდ ჩვენი საბაზისო ღირებულებების განუხრელი დაცვის ხარჯზე, რომლის ურყევ საფუძვლებს წარმოადგენს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული, მართლმადიდებლური ისტორია, რეალური (და არა ფსევდო) მულტიეთნიკური და მულტიკონფესიული ტოლერანტობა – ამ მრავალფეროვნების მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება
მიისწრაფის საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მათ რაიმე ექსკლუზიურ და განსაკუთრებულ “კასტებად” განხილვის (“ლომჯარიზაციის”) გარეშე, ქვეყნის კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი თანაბარი, უნივერსალური უფლებების დაცვის საფუძველზე
ბრძოლას უცხადებს ადამიანის ცილისწამებას, მოვლენათა განზრახ დამახინჯებას, დეზინფორმაციას, სიცრუის ტირაჟირებას და ფეიკ-მედია ინდუსტრიას
მხარს უჭერს საქართველოში უცხოეთიდან დაფინანსებული და მართული არასამთავრობო სექტორის საქნიანობის მაქსიმალურ გამჭირვალობას
რეალური, პრაქტიკული და არა მხოლოდ დეკლარირებული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად, ერთიანი სახელმწიფოს ჭერქვეშ ამისთვის და არა მხოლოდ – “ხალხის ძალის” გაფართოვების უკვე პირველივე დღეს, გაკოტრებულმა უსამშობლოებმა, ჩვეული ჩირქის ნიაღვარი გამოუშვეს მისი ახალი წევრების მიმართ, რასაც სრული იგნორირებით უნდა ვუპასუხოთ და არ მივცეთ მათ ჩვენს ხარჯზე საკუთარი თვითდამკვიდრების შესაძლებლობა. ამის დრო აღარაა – უამრავი საქმე გვაქვს წინ, თქვენთან, ხალხის ძალასთან ერთად!”- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.