მამუკა მდინარაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება

Editor Dali
0
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ შეძლო, იმავე დღეს მარტივად დაემთავრებინა ყველაფერი და გადატრიალების ორგანიზატორები დაეკავებინა. „26 მაისს მსგავსს ვერ განახორციელებენ. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მაშინ შევძელით ის, რომ იმავე დღეს მარტივად დაგვემთავრებინა ყველაფერი იმისთვის, რომ დაკავებულები ყოფილიყვნენ გადატრიალების მოთავეები და ასევე ვინც ქმედითად იღებდა მონაწილეობას ან შესაძლოა, მიეღო, იყო განეიტრალებული წინასწარ. ეს იყო უწყებების მიერ ერთობლივად ჩატარებული დიდი ღონისძიება და ამან პოზიტიური შედეგი გამოიღო. მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ […]

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი მოხიბლოთ, თუმცა თქვენი პრეტენზიები ურთიერთობაში ხარვეზს შეიტანს. ხშირი კამათი და უთანხმოება იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთის მოსმენა დაივიწყეთ და კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ. ზოგჯერ სიტუაციას ახლებურად უნდა შეხედოთ. წინ მოვლენებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, ამიტომ საღამოს გადაღლილი შეხვდებით. ვალი, რომელიც უიმედოდ მიგაჩნდათ, შეიძლება მალე დაგიბრუნონ ან სხვა სახის კომპენსაციას […]

18 მაისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით  +19, +24°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა […]

მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია

Editor Dali
0
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “მსოფლიო საპატრიაქრო სიახლენი” ავრცელებს. “დღეს, 2026 წლის 16 მაისს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ინგლისის მიტროპილიტი ნიკიტა ხელმძღვანელობს, საქართველოს ახალ პატრიარქს შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, ხვალ 17 მაისს სხვადახვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგებლები ერთობლივ წირვაში მიიღებენ მონაწილეობას. საკვირაო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება”. – ნათქვამია განცხადებაში.

“ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?”-Deutshce Welle

Editor Dali
0
„ბერლინი და კიევი ეწინააღმდეგებიან მოსკოვის შეთავაზებას – ვლადიმერ პუტინის სურვილს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დროს, უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით, ევროკავშირს გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრედერი წარმოადგენდეს“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutshce Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?“. მასალაში განხილულია როგორც ყოფილი კანცლერების, ასევე გერმანიის მოქმედი პრეზიდენტის […]