გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Editor Dali
0
284
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება. 3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე – „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა […]

GM PHARMA ევროპაში

Editor Dali
0
340
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA აგრძელებს პარტნიორების მოძიებასა და სწრაფვას სტრატეგიული მიზნისკენ – საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მონაწილეობა მიიღო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში – CPHI, რომელიც წელს გერმანიაში, ქ. ფრანქფურტში, Messe Frankfurt საგამოფენო სივრცეში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტულ […]

პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა

Editor Dali
0
309
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი წარდგინებით ეპარქიულმა კომისიამ მიმართა. როგორც პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი, არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და, ზოგადად, ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის. „სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური […]

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე

Editor Dali
-1
85
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. პაატა იმნაძის თქმით, მუნის მკურნალობა ადვილია, […]

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

Editor Dali
0
286
თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი“ დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Editor Dali
0
377
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ნოემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი. ნოემბრის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს. მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში […]