1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჰეზბოლამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა – ისრაელის საგარეო უწყება
“ჰეზბოლამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა – ისრაელის საგარეო უწყება

“ჰეზბოლამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა – ისრაელის საგარეო უწყება

213
0

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “ჰეზბოლამ” „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.

„შაბათის თავდასხმა “ჰეზბოლას” მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა. ის არ არის არმია, რომელიც სხვა არმიას ებრძვის, არამედ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.