ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „სიენენ თურქი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. სამი წუთის შემდეგ ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში კი დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი.