„ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს -ისრაელის პრეზიდენტი
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს.
„მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს – ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.
ისრაელის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებ.
„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, შელახონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების საშუალებას“, – თქვა ჰერცოგმა.
ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძევლების დაბრუნება პრიორიტეტული საკითხია.