1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გზებზე შეზღუდვა დაწესდა
გზებზე შეზღუდვა დაწესდა

გზებზე შეზღუდვა დაწესდა

408
0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა აიკრძალა ასევე, ახალქალაქი-კარწახის
საავტომობილო გზაზე, სადაც დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.

აკრძალულია მოძრაობა ახალციხე-ნინოწმინდისსაავტომობილო გზაზეც, სადაც დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებათავისუფალია.