1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც – ირაკლი კობახიძე
გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც – ირაკლი კობახიძე

გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც – ირაკლი კობახიძე

317
0

იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება უკვე ოფიციალურად დანიშნული ელჩი აშშ-ში.

„წარდგინება უკვე არის გაგზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან და ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა აბსოლუტურად ცხადია, ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარება და ჩვენ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე, უფრო მეტიც, ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, მეტიც, ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.