გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას -მარკ რუტე
34
0
ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირსა და ნატო-სთან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა რუტემ.