1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი თარგამაძისგან და გიორგი კანდელაკისგან, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება პასუხი, რატომ დააბრალეს ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? -თეა წულუკიანი
გიორგი თარგამაძისგან და გიორგი კანდელაკისგან, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება პასუხი, რატომ დააბრალეს ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? -თეა წულუკიანი

გიორგი თარგამაძისგან და გიორგი კანდელაკისგან, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება პასუხი, რატომ დააბრალეს ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? -თეა წულუკიანი

1.42K
0

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისა და პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკისგან ჩვენ გვჭირდება პასუხი, პირველ რიგში, რეზოლუციაზე, 2008 წელს რატომ დააბრალეს ქართულ ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს თუ არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შესთავაზებენ ახალ თარიღს და შეეცდებიან, რომ მათ კომისიამ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოუსმინოს.

„იმ ექვსი პირიდან, რომელთა მოსმენაც იყო დღის წესრიგით განსაზღვრული, ერთმა პირმა, გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად, 2008 წელს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სწორედ ამ დეპუტატებმა ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და პასუხისმგებლობას გამოარიდეს პოლიტიკური თანამდებობის პირები. ხელი აუწია სტრასბურგიში გიორგი თარგამაძემ, მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმომადგენელმა. მაშინ დანიშნულ ოპოზიციას ვუწოდებდით, ისინი კი ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას. ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და შემდეგ სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია. გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია. ეს იყო ფსევდოოპოზიცია პარლამენტში. სწორედ ამ ვითომ ოპოზიციას წარმოადგენდა გიორგი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დელეგაციაში, რომელშიც ერთ-ერთ წევრად იყო გიორგი კანდელაკი. 2008 წელს, როცა ომი ახალი დასრულებული იყო, სწორედ მათ ხელი აუწიეს რეზოლუციას, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართული ჯარია დამნაშავე, ამას მისცეს მათ ხმა, საქართველოს დააბრალეს ომი, ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა გიორგი თარგამაძე ტელევიზიიდან ამაყად ამტკიცებს საპირისპიროს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს შეკითხვები. თუმცა პროცედურულ ნაწილში უნდა შევნიშნოთ, რომ კომისიამ ორივე პირს, გიორგი თარგამაძესაც და გირგი კანდელაკსაც სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეატყობინა, რომ ისინი ფიგურირებენ მოწვევისთვის სასურველ პირთა სიაში, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ტექსტური შეტყობინებები. ვიდრე ოფიციალურად საფელდეგერო სამსახური ეწვეოდა იქ, სადაც ცხოვრობს ან მუშაობს, გუშინ ალბათ ყველამ ნახეთ, რომ თარგამაძემ ტელევიზიის მეშვეობით თქვა, რომ აქ მოსვლას არ აპირებს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ პროცედურას. დღეს თუ არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, მათ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოვუსმინოთ. ხაზს ვუსვამ, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისგან, პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკისგან ჩვენ გვჭირდება პასუხი არაერთ თემაზე, მაგრამ, პირველ რიგში, რეზოლუცია ნომერ 16 33-ზე, 2008 წელს რატომ დააბრალეს ქართულ ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? რადგან შემდეგ ამ ყველაფერმა მე და „ქართული ოცნების“ გუნდს, როდესაც ქართული ჯარის მართლაც მუნდირს, ღირსებას და სიმართლეს ვიცავდით ჰააგის სასამართლოში, არაერთი პრობლემა შეგვიმნა. ამაზე გვჭირდება პასუხები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.