გერმანიის მთავრობამ ზამთრის სეზონისთვის ენერგორესურსების დაზოგვის ზომები დაამტკიცა
გერმანიის მთავრობამ ზამთრის სეზონისთვის ენერგორესურსების დაზოგვის ზომები დაამტკიცა. ახალი ზომების მიხედვით, მთავრობა ცდილობს, გაზის მოხმარება ორი პროცენტით შეამციროს.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ახალი ზომების ამოქმედებით, ორი წლის განმავლობაში 11 მილიარდი ევროს დაზოგვა მოხდება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, გერმანია გაზის 55 პროცენტს რუსეთიდან იღებდა, ეს მოცულობა ახლა 35 პროცენტამდე შემცირდა და აპირებს, რომ იმპორტი სრულად შეწყვიტოს.
რუსეთმაც თავის მხრივ გერმანიას გაზის მიწოდება ჩრდილოეთის ნაკად ერთის მილსადენით 20 პროცენტით შეუმცირა.
შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისიდან საჯარო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 19 გრადუსამდე გათბება, ფოიეებსა და შესასვლელ სივრცეებში კი გათბობა სრულად გაითიშება. ასევე, მაღაზიები ღამის განმავლობაში გარე განათებას გამორთავენ. ამასთან, აიკრძალება საცურაო აუზების გათბობა.