1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 17 წლის მოზარდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა
17 წლის მოზარდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა

17 წლის მოზარდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა

205
0

17 წლის მაკ რაზერფორდი ყველზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს მარტომ პატარა თვითმფრინავით შემოუფრინა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მარკმა 5 თვის განმავლობაში 52 ქვეყანას შემოუფრინა და თავისი მოგზაურობა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაასრულა. მაკი ბრიტანელია, თუმცა ბელგიაში გაიზარდა. მას ორივე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ის მფრინავების ოჯახში დაიბადა. მაკის და, ზარა კი ყველაზე ახალგაზრდა ქალია, ვინც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა.

 

მაკის თქმით, ის 3 წლიდან ოცნებობდა პილოტის კარიერაზე, თუმცა რეკორდის დამყარების შემდეგ მისთვის პრიორიტეტი სკოლაა. განათლების მიღების შემდეგ ის თავის მომავალს მაინც ავიაციაში ხედავს.

წინა რეკორდი ბრიტანელ ტრევის ლადლოუს ეკუთვნოდა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 18 წლისა და 150 დღის ასაკში დაასრულა.