1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გასაგებია, რისთვის გვამზადებდნენ “პარტნიორები”? – გოგა ხაინდრავა
“გასაგებია, რისთვის გვამზადებდნენ “პარტნიორები”? – გოგა ხაინდრავა

“გასაგებია, რისთვის გვამზადებდნენ “პარტნიორები”? – გოგა ხაინდრავა

534
0

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ხაინდრავა ამბობს, რომ საქართველო სწორედ ასეთ საფრთხეს გადაურჩა.

„ვუსმენ და ვუყურებ ინფორმაციას უკრაინიდან…

დაიბომბა მთელი ქვეყანა, უმოწყალოდ ანადგურებს აგრესორი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კიევში, ლვოვში, ოდესაში…

გასაგებია? რისთვის გვამზადებდნენ “პარტნიორები” და წაღმა-უკუღმა მედასავლეთე, შარვალჩახდილი კიკუ – “პატრიოტები”! რას გადავრჩით,“- წერს ხაინდრავა.

უკრაინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი – დაშავდა, დაზიანდა 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი.