1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

673
0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევებისას ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია განისაზღვრა.

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში 59 პარამეტრის მნიშვნელობები ისაზღვრება.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. კვლევების მონაცემები საჯაროა,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.