1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

334
0

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).