1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გაოგნებული ვარ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებით”- გიული ალასანია

“გაოგნებული ვარ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებით”- გიული ალასანია

“გაოგნებული ვარ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებით”- გიული ალასანია
180
0

“გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ცივილიზაციაზე”,- ასე ეხმაურება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციას.

 

გიული ალასანიას თქმით, ასეთი სახის აქციები ყველასთვის მიუღებელია.

 

„საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.