1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მადამ პრეზიდენტო, ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გადიხარ!” – ნანა გაგუა
“მადამ პრეზიდენტო, ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გადიხარ!” – ნანა გაგუა

“მადამ პრეზიდენტო, ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გადიხარ!” – ნანა გაგუა

796
0

“ხალხს გვიპირისპირდები და მოვარდნილ ხროვად წარმოგიდგენივართ! ცდები ყველა პარამეტრში!”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  მედიაჰოლდინგ “ჯორჯია თაიმსის” მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

“მადამ პრეზიდენტო, ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გადიხარ! ”ოცნებაზე გაბუტული” ხალხს გვიპირისპირდები და მოვარდნილ ხროვად წარმოგიდგენივართ! ცდები ყველა პარამეტრში! წითელ ხაზებს კვეთ უხეშად და ნაჯახივით! “ოცნებაც” წავა ოდესმე და “მოცნება-ნაცნობაც” გაუყვება თავის გზას და შენც! ხალხი კი ვრჩებით! სამუდამოდ აქ ვართ და ფეხს არ ვიცვლით უბრალო ხალხურ-პოზიციებიდან! თან ბევრნი ვართ! მადამ… ფრთხილად-თქო და სიტყვები შეარჩიე! ძალიან ამაყები ვართ! და შენ აზრზე არ ხარ, როგორი მივარდნები ვიცით, თუ დაგვჭირდა!” – წერს ნანა გაგუა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს, მასწავლიან, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია”.