1. Home
  2. სხვა
  3. გამოდის, საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? – გურამ მაჭარაშვილი
გამოდის, საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? – გურამ მაჭარაშვილი
0

გამოდის, საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? – გურამ მაჭარაშვილი

56
0

რა გამოდის, საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის გადაწყვეტილება, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? – ლიბერალურ-ფაშიზმის წარმომადგენლებს აზრით, სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა გადავცეთ და რასაც იტყვიან ის კანონები უნდა მივიღოთ. ნურას უკაცრავად, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა! – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა, არჩევნებამდე მიღებული რეზოლუციით პირდაპირ გვითხრა, “თუ არ დააკანონებთ კაცების გათხოვებას და ბევრი გათხოვილი კაცი არ გეყოლებათ, მაშინ ევროკავშირში არ მიგიღებთო”, რაც ასე არ არის.

მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპული ღირებულება არ არის კაცების გათხოვების დაკანონება, ევროპული ღირებულება არის ოჯახი და ტრადიციები.

“არჩევნებამდე მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ის კანონი უნდა გავაუქმოთ, რომლის მიღებაც ერთი ერთში დააანონსა პირდაპირ ამერიკის საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, ტრამპმა. უკაცრავად, მაგრამ ეს რეზოლუციის ასლი რომ არ უნდათ რომ გადაუგზავნონ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს და უთხრან, თქვენც ანტიევროპულ ნაბიჯებს დგამთ იმით, რომ ამერიკა აპირებს მიიღოს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი? აბა, გააგზავნონ ახლა იქ. ჩვენ პატარა ქვეყანა გვნახეს და დაჩაგვრა უნდათ, თუ როგორაა საქმე? ესაა სამართლიანი მიდგომა? ესაა ევროპული სტანდარტი?

გარდა იმისა, რომ ეს არის პირდაპირ უსამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად ეს არის პირდაპირი მონაწილეობა (ჩარევაც აღარ ჰქვია უკვე ამას) ქართულ პოლიტიკაში. ანუ ევროპარლამენტი რისთვის არსებობს? რომ კანდიდატი ქვეყნების, ან წევრი ქვეყნების პარლამენტის გადაწყვეტილებები გადახედოს და გააუქმოს? ან ევროპარლამენტი რომ მოგვიწოდებს რეზოლუციით აუცილებლად უნდა მიიღო, ან არ უნდა მიიღო ეს კანონი? ანუ, რა გამოდის, საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის გადაწყვეტილება, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? განსხვავება რა არის მაშინ ამაში? საქართველოს საზოგადოებამ, 1 120 000-მა ადამიანმა ხმა მისცა ამ ორივე კანონს და როგორ შეიძლება შენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ევროპარლამენტარი იყო მაშინ როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგები? ვინმემ თქვას, სად არის აქ ლოგიკა და ღირებულება? მით უმეტეს ამას ემატება ის, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად ამას ემხრობა. ლიბერალურ-ფაშიზმის წარმომადგენლებს აზით, სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა გადავცეთ, რასაც იტყვიან ის კანონები უნდა მივიღოთ, რასაც არ იტყვიან ის კანონები არ უნდა მივიღოთ. ნურას უკაცრავად, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა!” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ მოიტანა ვერავითარი მტკიცებულება, თუ “რატომ არ უნდა დავაკანონოთ კაცების გათხოვება”.

„ძალიან კარგი იქნება ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს, ევროინტეგრაციას რატომ უშლის ხელს კაცების გათხოვების არდაკანონება ქვეყანაში. ანუ ბევრი გათხოვილი კაცი თუ არ გვეყოლება ევროკავშირში არ მიგვიღებენ? ამას გვეუბნებიან რეზოლუციით პირდაპირ, რომ საქართველოში თუ არ დააკანონებთ კაცების გათხოვებას და ბევრი გათხოვილი კაცი არ გეყოლებათ, მაშინ ევროკავშირში არ მიგიღებთო და არ არის ბატონებო ასე. ევროპული ღირებულება არ არის კაცების გათხოვების დაკანონება, ევროპული ღირებულება არის ოჯახი, ტრადიციები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.