1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში, მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს -მიხეილ სააკაშვილი
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში, მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს -მიხეილ სააკაშვილი

გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში, მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს -მიხეილ სააკაშვილი

124
0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაფრთხილების გარეშე მოხდა მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

წერილში, რომელიც მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში დაბრუნებით, უნდათ „მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება“, ასევე, ეს „უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ირიცხება ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ“.

„ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: „აბა, დღეს ვის რა ვავნო“, ჰოდა, ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში. გუშინ, რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.

მადლობა „ვივამედის“ იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე, მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.

რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება; მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ.

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება (როგორც ყველა სხვა) ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან.

საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და, ასევე, საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა, ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

დიდება თავისუფლებას!“ – აღნიშნავს წერილში მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 12 ნოემბერს გადაიყვანეს.