1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია -თაკო ჩარკვიანი

გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია -თაკო ჩარკვიანი

136
0

უკვე მეორედ, ბიძინა ივანიშვილი სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს – ასე ეხმაურება – ოპოზიციონერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი  ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

მისი თქმით , ამ საკადრო გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ შესაძლოა, რომ მთავრობას „ცინიზმი მოემატოს”.

„გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა ბიძიმა ივანიშვილმა, რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა – ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”,- განაცხადა ჩარკვიანმა.