1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. G20-ის სამიტამდე ინდოეთის ხელისუფლება მაიმუნების დასაშინებლად ქუჩებში პლაკატებს აკრავს
G20-ის სამიტამდე ინდოეთის ხელისუფლება მაიმუნების დასაშინებლად ქუჩებში პლაკატებს აკრავს

G20-ის სამიტამდე ინდოეთის ხელისუფლება მაიმუნების დასაშინებლად ქუჩებში პლაკატებს აკრავს

286
0

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, მოახლოებულ G20-ის სამიტთან დაკავშირებით, ქალაქში მაიმუნების დასაშინებლად პლაკატებს აკრავენ. ამასთან იქ ცხოველის ბგერების გამოცემაში გაწვრთნილი ადამიანების განლაგებაც იგეგმება. ამის შესახებ BBC წერს.

ინდოელმა მაღალჩინოსანმა, სატიშ უპადიაიმ განაცხადა, რომ 30-40 გაწვრთნილი ადამიანი, რომლებსაც „ლანგურის“ ხმების მიბაძვა შეუძლიათ, სასტუმროებში განლაგდებიან, სადაც დელეგატები დარჩებიან. ასევე იმ ადგილებში, სადაც მაიმუნების გამოჩენაა ნავარაუდევი.

მედიის თანახმად, ინდოეთის ხელისუფლების ეს ქმედება გამოწვეულია იმით, რომ დელიში მაიმუნების უზარმაზარი პოპულაციაა და ამ ნაბიჯით, იმედოვნებენ, რომ ხელს შეუშლიან ცხოველებს, თუკი რაიმე მხრივ, სამიტის ჩაშლას შეეცდებიან. ისინი მაიმუნების დასაშინებლად ამ ხერხებს, ქვეყანაში ადრე ჩატარებული შეხვედრების დროსაც იყენებდნენ.

პლაკატებზე მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა – „ლანგურია“ გამოსახული – ის აგრესიულია და სხვა მაიმუნებს აშინებს. ხასიათდება გრძელი კუდითა და მუქი შეფერილობის სახით.

ცნობისთვის, ინდოეთი G20-ის ლიდერების შეხვედრას 9 და 10 სექტემბერს უმასპინძლებს.