“ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”-პარიზში მოლდოვის სამი მოქალაქე დააკავეს
პარიზში მოლდოვის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ტოვებდნენ გრაფიტებს კუბოების გამოსახულებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“.
ინფორმციას Lefigaro ავრცელებს
როგორც ფრანგული მედია წერს, ასეთი გრაფიტები საფრანგეთის დედქალაქში 7 ივნისს გამოჩნდა.
სწორედ ამ დროს პარიზში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასეთი წარწერების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია, აქვთ თუ არა ეჭვმიტანილებს კავშირი იმ დაკავებულებთან, რომლებმაც გასულ კვირას ეიფელის კოშკთან მიიტანეს საფრანგეთის დროშით დაფარული რამდენიმე კუბო, იგივე წარწერით: “ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”.
შეგახსენებთ,1 ივნისს, ეიფელის კოშკთან სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს და დადგეს თაბაშირით სავსე ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”.
პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა და მისი მგზავრები – გერმანიის და უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა კაცები. მძღოლის თქმით, სწორედ მათ სთხოვეს კუბოების ტრანსპორტირება.
მედიის ცნობით, დაკითხვისას სამივემ განაცხადა, რომ უმუშევრები არიან და ფული სჭირდებოდათ. მძღოლმა 120 ევრო მიიღო, დანარჩენებმა 400-400. ხოლო მიიღეს დავალება, ჯერჯერობით უცნობია.