1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში – იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება​
“ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში – იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება​

“ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში – იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება​

295
0

აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის, ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების, ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძის და ლევან გზირიშვილის ერთობლივ განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები.

 

„აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური და სამწუხაროა.

 

არ გვგონია, საქართველოში რომელიმე სამინისტროს ან სხვა დაწესებულეების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს. საბოლოოდ, ცხადია, სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები. ასევე არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რასაც წლების განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა. ყოველივე ამისთვის კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები კითხვებზე. აგრეთვე კანონით მკაცრად უნდა მოწესრიდგეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლეთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.