“ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება”- უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული გაუაზრებელი ეკონომიკური სანქციებით.
„თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენს თავს მხოლოდ ფეხში ვესროლეთ, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რადგან სანქციებმა ფართო ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას რუსეთის დასუსტების გარეშე.
„სანქციები უკრაინას არ ეხმარება, თუმცა ცუდია ევროპის ეკონომიკისთვის და თუ ასე გაგრძელდება, ევროპულ ეკონომიკას მოსპობს. რასაც ახლა ვხედავთ, აუტანელია. სიმართლის მომენტი უნდა დადგეს ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სანქციების პოლიტიკა ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდებს და ის უნდა შეიცვალოს“, – დასძინა მან.