1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპარლამენტმა ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტმა ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

112
0

ევროპარლამენტმა ნაღდი ანგარიშსწორებით 10 000 ევროზე მეტის გადახდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, ახალი წესებით, ფუფუნების საგნების გამყიდველებმა უნდა გადაამოწმონ კლიენტების ვინაობა და ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდონ საეჭვო ოპერაციების შესახებ.

გამკაცრებული წესები შეეხება, მათ შორის, ძვირფას სამკაულს, ლუქს კლასის ავტომობილებს, პირად თვითმფრინავებსა და იახტებს. ახალი ნორმებით, ასევე აკრძალული იქნება ქველმოქმედების მიზნით თანხების ევროპულ საფეხბურთო კლუბებში დაბანდება, რაც ხშირად ფულის გათეთრების მიზნით ხდება.

ამასთან, ხელისუფლებას დაავალდებულებენ, დეტალურად დააკვირდნენ კრიპტოვალუტით განხორციელებულ ოპერაციებს და იმ ადამიანების საბანკო გადარიცხვებს, რომელთა აქტივები 50 მილიონ ევროს აღემატება. კომპანიების მფლობელებს, რომლებიც აქციების საკონტროლო პაკეტის მეოთხედს მაინც ფლობენ, ევროკავშირში დარეგისტრირება მოუწევთ. ეს ზომა მიმართულია რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლას შეუზღუდავენ.

ახალი წესები 2029 წელს უნდა შევიდეს ძალაში. ამ წესების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ახალ ევროპულ უწყებასთან ერთად მოუწევს, რომლის შტაბბინა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში განთავსდება.