1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია -ონდრეი დოსტალი
ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია -ონდრეი დოსტალი

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია -ონდრეი დოსტალი

480
0

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ.

მისივე თქმით, მრავალი ევროპარლამენტარი ამ რეზოლუციებში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა.

„ოფიციალურად, ევროპარლამენტმა აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზოგადად ლეგიტიმური იყო. მხოლოდ ამის შემდეგ, აღმოაჩინა ევროპარლამენტმა რომ არ მოსწონს ამ არჩევნების შედეგები და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო დემოკრატიის უკუსვლა. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები სამართლებრივად სავალდებულო ეფექტის მქონე არ არის . ევროპარლამენტარები თუ შეთანხმდებიან რომ ცა მწვანეა და არა ლურჯი, ასეთ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ. ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია. მრავალი ევროპარლამენტარი ვეწინააღმდეგებით ამ რეზოლუციებში გამოთქმულ პოზიციას , მათ შორის ჩვენ ჩეხები, ასევე სლოვაკებიც.

ევროპარლამენტს არ აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში, თუმცა ვხედავთ, რომ არაერთი რეზოლუცია სწორედ ამას ემსახურება. ეს უცხო ქვეყნის სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობაა“, – აღნიშნა მან.