
ევროპა სამხედრო საფრთხეებისთვის მზად არ არის -ანდჟეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი საერთო არ არის მზად სამხედრო საფრთხეებისთვის.
როგორც დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, მან მიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანს იმის თაობაზე, რომ ნატოს ჰააგის სამიტზე, რომელიც ივნისში გაიმართება, სამხედრო ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდის საკითხი დღის წესრიგში ჩასვას.
„მე გენერალურ მდივანს განცხადებით მივმართე, ეს საკითხი ჰააგის სამიტის დღის წესრიგში ჩასვას. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა განიხილოს ხარჯების 3%-მდე ზრდის საკითხი. ამის გაკეთება დაუყოვნებლივ არის საჭირო, არა 2030 წლისთვის, არამდე ახლა. მიზეზი მარტივია. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის ფუფუნება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მისი რეალიზება მოვახდინოთ დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამხედრო პოტენციალი. აღმოჩნდა, რომ ევროპა საერთოდ არ არის მზად სამხედრო საფრთხეებისთვის. ამის შესახებ ჩვენ სხვადსხვა დონეზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა დუდამ.