“ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას” – The Guardian
162
0
ევროკომისია დღეს მთავარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესის შესახებ პირველი ოფიციალური მიმოხილვა იქნება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, მოსალოდნელია, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებების დაწყებაზე.