ევროკავშირმა საქართველოს არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევრო გამოუყო
162
0
ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ დახმარებას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში. ეს იგივე მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს და არ იყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს“, – წერს იოზვიაკი
EU ambassadors today green lighted 30 million euro in non-lethal aid for 🇬🇪 under the European Peace Facility (EPF) - the same off-EU budget vehicle used to pay for arms to 🇺🇦.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 8, 2024