ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიაროს და მზად არის, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული საკითხები შესრულდება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„ვულოცავ ქართველ ხალხს. ისტორიული მომენტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.