1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს -შალვა პაპუაშვილი

176
0

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ბანერის ფოტოს აქვეყნებს.

„ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე,  რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.

მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი, ტერორს უდგანან სათავეში.

მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.