ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით იმედგაცრუებული ვართ-რუმინეთის საგარეო უწყება
იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“.
„ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით. ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ იმის ხაზგასასმელად, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.