1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება
ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება

ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება

153
0

24 მაისიდან, ევრო 2024-ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ავიაბილეთების შეძენა ონლაინ პორტალზე – TKT.GE 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებული იქნება, აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ის ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის – დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით გაემგზავრებიან.

ევრო 2024-ზე დასასწრებად სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings-ი, Wizz Air-ი, Hi Sky და Georgian Wings-ი. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე მატჩს.

აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.