1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეული, რომელშიც შედიან მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეული, რომელშიც შედიან მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეული, რომელშიც შედიან მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

83
0

ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეული, რომელშიც შედიან მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დგანან ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ხალხი გამოხატავს თავის მისწრაფებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ, როგორც ეს არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

„ჩვენ, ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეულის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების გამოყენება, მათ შორის თვითნებური დაკავებები და ფიზიკური ძალადობა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ქვეყანაში შეკრების თავისუფლებისა და ხალხის გამოხატვის თავისუფლების უფლებები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მიღებული კანონები, რომლებიც წინააღმდეგობაშია ამ ვალდებულებებთან, უნდა გაუქმდეს.

ძალადობის, არჩევნების გაყალბების, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმის ყველა ბრალდება უნდა იყოს სანდოდ გამოძიებული და ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენი საერთო ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ეს უკვე გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და გამოცდილება, რომლის შეთავაზებაც ეუთო-სა და მის ინსტიტუტებს შეუძლიათ.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი გამოხატავენ თავის მისწრაფებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ, როგორც ეს არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.