1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას”- ჩერგოლეიშვილი
“ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას”- ჩერგოლეიშვილი

“ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას”- ჩერგოლეიშვილი

367
0

„ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას  – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას  განცხადებას.

„ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას – მიშას მოღალატეს არ დაუჯეროთ თორემ ჩერგო დაგაჯდებათ თავზეო, კამპანია ჰქონდა გაჩაღებული.

 

ახლა, როცა მიშისტები იმას შვებიან, რასაც თავად აკეთებდა სამარცხვინოდ – ახლა გაიძახის მიშას ებრძვითო!

გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს – რომ ყველაზე უღირსი მეთოდით, ქალის მეორეხარისხოვანი როლის გამოყენებით და უმძიმესი ინსტიქტების წახალისებით ცდილობდა დაწინაურებას და აცოცებას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის მისამართით დაწერა: „პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!“