1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! -გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე
ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! -გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! -გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე

189
0

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.

მაჭარაშვილის თქმით, „უცხოელმა ხელმოცარულებმა აქტორებმა იციან, რომ მათივე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევს და ბოლო გაბანავება აქვთ, რომ მატერიალური ანაზღაურების საფუძველზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთონ”.

„რასაც ვამბობთ, გუშინ დადასტურდა – ეს ადამიანები საქართველოში კეთილი სურვილებით ჩამოსულები არ არიან! მათ აჩვენეს საქართველოს მომავლის მიმართ ზიზღი, არამეგობრული დამოკიდებულება, უპატივცემულობა მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის წინაშე და რაც მთავარია, ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების წინაშე, რადგან ვიცით, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალურ ფაშიზმს არ ემხრობა და ჟიგიმანტასს, როთს არ ეთანხმებიან.

ეს ყველაფერი ამ აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სამართლიანად ზის და მას არავინ აწამებს. როგორც ჩანს, ამ ვითომ ევროპელ აქტორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებთ და თავიანთ საერთაშორისო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ.

რაც შეეხება ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩამოსულია გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ვეტყვი, რომ მათ ქვეყნებს რუსეთთან ხუთჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს. სანამ რუსეთთან ბრძოლას ახსენებენ, მანამდე თავიანთ ეკონომიკურ ბრუნვას გადახედონ რუსეთთან და მათი ლიდერების განცხადებას, რომ სამხედრო კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვებიან.

მათგან დღემდე ველოდები პასუხს, სად არის საერთაშორისო გამოძიება, რა ინსტიტუციაა, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მუშაობს, სად აქვთ ოფისი?! გამოძიება რაც უნდა დაწყებულიყო, პროკურატურამ დაიწყო, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, უნდა წარადგინოს, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მიიტანენ?!” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

11 ნოემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.