1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”- სოსო გოგაშვილი
“ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”- სოსო გოგაშვილი

“ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”- სოსო გოგაშვილი

260
0

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც, მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან „მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლითა და გაყალბებით“

მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით , კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით – ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.