ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის- ასე ეხმაურება პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძიებას
“ამ ფილმის ნახვისას “ოცნების” მაღალჩინოსნების რეაქცია რომ ისაა, ეს ნივთიერება ჩვენ არ გვიყიდია, ძველიაო!
ცინიზმია თუ სიბრიყვე?
თუ ძველია, ამდენი წელი სად იყავით, რას ინახავდით და ამდენ გამოძიებაში ერთხელ როგორ არ ახსენეთ?!
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი — დავუშვათ და ვერ მტკიცდება ამ მომწამლავი ნივთიერების ამბავი, შესაძლოა ფაქტები და შესყიდვის დოკუმენტები გააქროთ,
მაგრამ ეს ხალხი რომ ასე უმოწყალოდ ცემეთ და აწამეთ, ეგ ვერც ამ ფილმში დაინახეთ? თუ ეგ გგონიათ, რომ განვლილი ამბავია და შეგრჩათ?
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის.
პოლიციელები შესაძლოა ვეღარც ამოიცნოს ვინმემ, მაგრამ პოლიტიკოსები და ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს დავალებები გასცა — ყველა აგებს პასუხს.
მხოლოდ დროის ამბავია როდის!
ეხლა მიდით და ლონდონის სასამარათლოში უჩივლეთ BBC-ის, “ჩვენ არ მოგვიწამლავს, ჩვენ
მხოლოდ ვცემეთო”, – წერს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, BBC პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
ამასთან, “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.